среда, 11 февраля 2015 г.

რუსული ენის შესახებ

Величайшее богатство народа – его язык!
Тысячелетиями накапливаются и вечно живут в слове несметные сокровища человеческой мысли и опыта.

                                                                                   М. А. Шолохов.
Слово есть поступок.
Л. Н. Толстой.

Русский язык неисчерпаемо богат и все обогащается с быстротой поражающей.
М. Горький.

Язык - одежда мыслей.
С. Джонсон.

Да будет же честь и слава нашему языку.
Н. М. Карамзин.

Как материал словесности язык славянорусский имеет неоспоримое превосходство перед всеми европейскими.
А. С. Пушкин.

სერტიფიკატები

воскресенье, 16 февраля 2014 г.

სწავლა–სწავლების თეორიები

 

თანამედროვე უცხოური ენების სწავლება - ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტი
ავტორი: მარიკა სიხარულიძე
ევროპული მულტილინგვიზმი, ანუ ენობრივი მრავალფეროვნება
უცხოური ენების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპის ინტერკულტურული საზოგადოების განვითარებაში, რომელიც ტოლერანტობის, კრეატიულობისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზეა დაფუძნებული.
უცხოური ენების სწავლება უწყვეტ კავშირშია მულტილინგვიზმის (მრავალენობრიობის), ანუ ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპის განვითარებასთან, ხოლო ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვიზმს ემყარება, ევროპული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი უცხოური ენის სწავლა განიხილება როგორც გზა მეორე და მომდევნო უცხოური ენების შესწავლისაკენ. უცხოური ენის ცოდნა ევროპაში ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული. შესაბამისად, რამდენიმე უცხოური ენის სწავლება ევროპის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ პროირიტეტს წარმოადგენს.
სასკოლო სისტემა, რომელსაც ევროპელთა 65% უცხოური ენის ათვისების მთავარ წყაროდ მიიჩნევს, გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთათვის ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სასკოლო რეფორმა სწორედ საერთო მიზანს - უცხოური ენების დაუფლებისათვის საჭირო გარემოს გაუმჯობესებას - ემსახურება.
გასული საუკუნის ბოლოს ევროპის საბჭომ მიიღო გამოწვევა, რომელსაც „ძირითადი კომპეტენციების დახვეწა" ეწოდა. გამოწვევის მთავარ იდეად ყოველი ევროპელი მოსწავლისთვის, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული, სავალდებულო სასკოლო განათლების ფარგლებში სულ ცოტა ორი უცხოური ენის სწავლება მიიჩნიეს. ეს ყოველივე დიად მიზანს - საერთო ევროპული ღია, მობილური სივრცის შექმნას ემსახურება.
რეკომენდაციები უცხოური ენის ადრეულ ეტაპზე სწავლებისათვის
დიდი ხანია აღარავინ დაობს იმ მოსაზრების თაობაზე, რომ უცხოური ენის ეფექტიანი სწავლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადრეულ ასაკშივე სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნა.
1996 წელს გერმანიაში, ნიურნბერგში, 22 ქვეყნის ექსპერტთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური ენების ადრეულ ასაკში სწავლების ზოგადი პრინციპების ერთიან ჩარჩოდ ჩამოყალიბებას. რეკომენდაციების სახით შედგენილი ნიურნბერგის დოკუმენტი (ნიურნბერგის რეკომენდაციები ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებისათვის) გვთავაზობს 4-დან 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა პოტენციალისა და მოთხოვნილებების რეალიზაციისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად საჭირო ყველა პირობას, რომლებიც ადვილად მოერგება ნებისმიერ სასწავლო გარემოსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გთავაზობთ ზემოხსენებული დოკუმენტის მიმოხილვას:
ადრეულ ეტაპზე უცხოური ენის სწავლება ხელს უნდა უწყობდეს:
. მოსწავლისათვის უცხოური ენის შესახებ წარმოდგენის შექმნას;
. მოსწავლისათვის თვალსაწიერის გაფართოებას და სამყაროში უკეთ ორიენტირების მიზნით უცხოური კულტურის შემეცნებას;
. მოსწავლისათვის უცხოური კულტურისა და მასთან დაკავშირებული სოციალიზაციის ფაქტორების გაცნობას, რითაც მას საკუთარი სოციალიზაცია გაუადვილდება;
. საკუთარი და უცხო რეალიების ინტერკულტურულ ჭრილში წარმოჩენას;
. მოსწავლის ზოგად განვითარებას როგორც ემოციური, კრეატიული და სოციალური, ისე ენობრივი თვალსაზრისით;
. უცხოური ენების მიმართ ინტერესის გაღვივებას და ენის სწავლის პროცესში დადებითი ემოციის გამოწვევას;
მოსწავლის მიერ ისეთი სასწავლო სტრატეგიების ათვისებას, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას.
სასწავლო მასალა:
უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის ასაკობრივ ინტერესებს და ემსახურებოდეს ამ ინტერესთა სფეროს გაფართოებას;
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის გრძნობებს, მის ფანტაზიასა და კრეატიულობას და სიამოვნებას ანიჭებდეს მას;
. აგებული უნდა იყოს საბავშვო კულტურის, ინტერკულტურულ და ქვეყანათმცოდნეობის ელემენტებზე, რომლებიც უშუალო კავშირში იქნება ბავშვის ასაკობრივ ინტერესებთან;
. ორიენტირებული უნდა იყოს თანაკლასელებთან თანამშრომლობასა და კომუნიკაციაზე, რაც მეტწილად ენის შეცნობის, გაგებისა და სახალისო ფორმით გამოყენების პრინციპზეა აგებული;
. პრიორიტეტულად მოსმენასა და ლაპარაკზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო კითხვა და წერა დამხმარე ფუნქციას ასრულებდეს, თუმცა ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა არ დაკნინდეს;
. უნდა ითვალისწინებდეს პარავერბალურ (გამოთქმა, ინტონაცია, სასაუბრო რიტმი) და არავერბალურ (მიმიკა, ჟესტიკულაცია) საკომუნიკაციო საშუალებებს.
სწავლების მეთოდი:
უნდა ემსახურებოდეს მოსწავლისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას, რაც სწავლის მიმართ ხალისიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის მოთხოვნილებებს, რაც საგაკვეთილო პროცესში მეთოდების მრავალფეროვნებას და მონაცვლეობას გულისხმობს;
. აგებული უნდა იყოს მოსწავლისთვის მისაღებ თამაშის პრინციპზე;
. უნდა გულისხმობდეს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას, რაც გამოიხატება სასწავლო პროცესის ცენტრად არა მასწავლებლის, არამედ მოსწავლის ქცევით (მასწავლებელი უმთავრესად დამკვირვებლის, თანაბარ პირობებში მოთამაშისმრჩევლის და არა ხელმძღვანელის ფუნქციას უნდა ინარჩუნებდეს);
. ორიენტირებული უნდა იყოს როგორც დამოუკიდებლად, ისე წყვილსა და ჯგუფში მუშაობის უნარის განვითარებაზე;
. ორიენტირებული უნდა იყოს გაკვეთილზე შიშისა და რიდის დაძლევის, მიღწევების წახალისებისა და გამჭვირვალობის ატმოსფეროს შექმნაზე.
შეფასება:
უცხოური ენის გაკვეთილზე აქცენტი არა მოსწავლის შეფასებაზე, არამედ მისი მიღწევების დადგენაზე უნდა გაკეთდეს.
. მიღწევების დადგენა მხოლოდ მოსწავლის ზოგად განვითარებას კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ითვალისწინებდეს მის გადმოცემის უნარს, კრეატიულობას, სოციალურ ქცევას. ფორმალურ ენობრივ ასპექტებს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება
მოსწავლის მიღწევათა გამოკვეთილი ინდიკატორები ასეთია:
მასწავლებელი:
. ახდენს სასწავლო მიზნების დეფინიცირებას;
. აკვირდება მოსწავლის ემოციურ, კრეატიულ, კოგნიტურ და ენობრივ განვითარებას;
. გეგმავს ამა თუ იმ მოსწავლისათვის პრიორიტეტულ აქცენტებს და ინდივიდუალურად მუშაობს მასთან.
მოსწავლე:
. იგებს თავისი მიღწევების შესახებ, რაც მას მოტივაციას მატებს;
. სწავლობს თვითშეფასებას და თანატოლების შეფასებას;
. სწავლობს, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე, თანატოლების დახმარებას;
. აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროცესში.
მოცემულ ეტაპზე სასურველია ნიშნების წერისგან თავის შეკავება. შეფასება, რომელიც მხოლოდ ნიშნების წერაზეა ორიენტირებული, გაუმართლებელია. ამის ნაცვლად წინა პლანზე წამოსაწევია ვერბალური (სიტყვიერი) შეფასება, რაც მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.
შეცდომები აღიქმება არა როგორც წამგებიანი რამ, არამედ როგორც სწავლის პროცესის ჩვეულებრივი თანამდევი მოვლენა, რომელსაც წარმატება მოსდევს.
მასწავლებლის კომპეტენცია
. უცხოური ენის მასწავლებელი სამიზნე ენას როგორც თეორიული, ისე პრატქიკული ასპექტით თავისუფლად უნდა ფლობდეს.
. მასწავლებლის ენობრივი კომპეტენცია იმ დონისა უნდა იყოს, რომ გაკვეთილის უცხოურ ენაზე ჩატარებას ართმევდეს თავს.
. მასწავლებლის გამოთქმა უნდა იყოს სანიმუშო მოსწავლისათვის: ფონეტიკური თვალსაზრისით გამართული, სისტემური და რიტმული.
. მასწავლებლის ენობრივი რეპერტუარი ხელს უნდა უწყობდეს კლასში თანამშრომლობასა და ინტერკულტურულ განათლებას.
. გარდა ენობრივი შინაარსისა, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ისეთ პარალინგვისტურ საშუალებებს, როგორებიცაა მიმიკა, ჟესტიკულაცია, მუსიკალური და საცეკვაო მოძრაობები, თეატრალური და თამაშის ელემენტები.
. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი საკუთარი ლინგვისტური, ინტერკულტურული და პროფესიული ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებისა.
. გარდა თეორიული ცოდნისა, მას უნდა ჰქონდეს დაწყებით საფეხურზე სწავლების გამოცდილება.
. მიუხედავად მას შემდეგ მსოფლიოში მომხდარი სოციალური, ეკონომიკური, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური ცვლილებებისა, ზემოხსენებული დოკუმენტის პოსტულატები, რომლებიც სასწავლო მასალას, მეთოდიკას, მაასწავლებლის კომპეტენციასა და არაერთ სხვა საკითხს ეხება, დღემდე არ კარგავს აქტუალობას უცხოური ენების სწავლების საწყის ეტაპზე.
ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი
გარდა ზემოხსენებული დოკუმენტისა, უკანასკნელი ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში რადიკალური რეფორმები ჩატარდა როგორც შეფასების სისტემაში, ისე საერთო ჩარჩო-დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც ყოველი ევროპული ენისათვის მისაღები საერთო ენობრივი თუ საკომუნიკაიო კომპეტენციების ათვლის წერტილად მიიჩნევა.
ახალი მიდგომები, რომლებიც ენების ერთიანმა ევროპულმა სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტმა (ინგლ. Common European Framework of Reference for Languages) - ასე უწოდეს ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შექმნილ ფოლიანტს - უცხოური ენების სწავლებაში ძირეული ცვლილებები გამოიწვია.
ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი აქტიურ სწავლებაზეა ორიენტირებული. ის პრაქტიკულ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ახლებურად უყურებს როგორც სწავლის მიზნებს, ისე მეთოდებსა და საშუალებს. დოკუმენტი მოიცავს სწავლის პროცესში ამა თუ იმ კომპეტენციის (მოსმენის, ლაპარაკის, კითხვის, წერის, მედიაციის და სხვ.) ჭრილში მისაღწევ შედეგებს. დოკუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნის სასკოლო-საგანმანათლებლო რეფორმებისათვის კურიკულუმების ახლიდან შექმნისა და გადაწყობის თვალსაზრისით.
ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ენობრივი კომპეტენციის 3 ძირითად დონეს განსაზღვრავს:
A – ძირითადი მომხმარებელი (ენის ელემენტარული ფლობა);
.B – დამოუკიდებელი მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა);
. C – სპეციალისტი (ენის თავისუფალი ფლობა).
ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა: A1 (გასაღები), A2 (საფუძველი), B1 (ზღვრული), B2 (ზღვრული განვითარებული), C1 (მაღალი), C2 (სრულყოფილი).
ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
. ეფექტიანი კომუნიკაციისათვის საჭირო კომპეტენციები;
. ენის შესწავლასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები;
. სიტუაციები და კონტექსტი, რომელშიც კომუნიკაცია უნდა შედგეს (ადამიანები, სამსახური, ოჯახი, მგზავრობა და სხვა).
დოკუმენტი აგებულია ე.წ. „შეუძლია" (ინგლ. can do) ფორმულირების პრინციპზე, ანუ სწავლის შედეგებზეა ორიენტირებული. ფორმულირებები ყოველთვის პოზიტიურ ფორმაშია მოწოდებული და აღნიშნავს, რა შეუძლია მოსწავლეს, ანუ ენის შემსწავლელს. მაგალითად: „(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია თავი გაართვას საკომუნიკაციო სიტუაციას", „(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია ღია ბარათის დაწერა", „(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია ამინდის პროგნოზის მოსმენა და გაგება" და სხვა. ფირმულირებათა პოზიტიური, სწავლის შედეგების ამსახველი ეს ფორმა ენის შემსწავლელთ ენის ფლობის დაბალ საფეხურზეც კი ეხმარება მათი მიღწევების დანახვასა და გაანალიზებაში. იხილეთ დოკუმენტში მოყვანილი ზოგადი ტაბულის ერთ-ერთი ნიმუში:
საერთო სარეკომენდაციო ჩარჩო - გლობალური სკალა
სპეციალისტი
Cმე-2 დონე
. ადვილად იგებს მოსმენილსა და წაკითხულს.
. შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციის დაჯამება მოსმენილი თუ წაკითხული რესურსებიდან და არგუმენტებითა და განმარტებებითურთ მათი გადმოცემა.
. შეუძლია შეუფერხებლად გამოხატოს საკუთარი აზრი და ზუსტად ამა თუ იმ კონტექსტის შესაბამისი გზით.
სპეციალისტი
C1-ელი დონე
. შეუძლია მთელი რიგი სხვადასხვა თემაზე შექმნილი მოცულობითი ტექსტების გაგება იმპლიციტური მნიშვნელობის ამოცნობით.
. შეუძლია შეუფერხებელი კომუნიკაცია კონკრეტული გამოთქმების შესახებ დაფიქრების გარეშე.
. შეუძლია ენის ეფექტიანი გამოყენება როგორც სოციალური, ისე აკადემიური და პროფესიული მიზნით.
. შეუძლია დალაგებული, კარგად სტრუქტურირებული, დეტალური ტექსტების პროდუცირება მთელი რიგი საკითხების ირგვლივ, კონექტორებისა და მაკავშირებელი მექანიზმების გამოყენებით.
ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი
Bმე-2დონე
. შეუძლია კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შედგენილი კომპლექსური ტექსტების დედააზრის გაგება, მათ შორის - საკუთარი სპეციალობის ირგვლივაც.
. შეუძლია ენის მატარებელთან სპონტანური დაუგეგმავი ინტერაქცია ენის შეუფერხებელი ფლობის გარკვეული ხარისხით.
. შეუძლია გარკვევით, დეტალურად ილაპარაკოს მთელ რიგ საკითხებზე დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვით.
ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი
B1-ელი დონე
. შეუძლია ძირითადი საკითხების გაგება ნაცნობი თემატიკის ირგვლივ, როგორებიცაა სამუშაო, სკოლა, თავისუფალი დრო და სხვ.
. შეუძლია ძირითადი საკომუნიკაციო სიტუაციების დაძლევა სამიზნე ენის გარემოში მოგზაურობისას.
. შეუძლია მარტივი ტექტების პროდუცირება მისთვის ნაცნობ თემებზე.
. შეუძლია კონკრეტული გამოცდილების, ოცნებების, იმედებისა და ამბიციების გაზიარება მათი მარტივი დასაბუთებით.
ენის ძირითადი მომხმარებელი
Aმე-2დონე
. შეუძლია მარტივი წინადადებების გამოყენება და გაგება ნაცნობი თემატიკის ირგვლივ (მაგ., პირადი და ოჯახური მონაცემები, ადგილობრივი გეოგრაფია, საყიდლები და სხვა).
. თავს ართმევს მარტივ დავალებებს ნაცნობი ყოფითი თემტიკის ირგვლივ.
. შეუძლია საკუთარი გარემოს მარტივი ასპექტებისა და მარტივი საჭიროებების გადმოცემა.
ენის ძირითადი მომხმარებელი
A1-ელი
დონე
. შეუძლია ნაცნობი მარტივი ფრაზების გაგება და გამოყენება ყოფითი საჭიროებების ირგვლივ.
. შეუძლია თავის წარდგენა და სხვებისთვის პირადი მონაცემების შესახებ მარტივი კითხვების დასმა.
. შეუძლია მარტივი ინტერაქცია ადამიანთან, რომელიც მეტყველებს ნელა და გარკვევით.
ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი სხვადასხვა ენის სწავლების ერთიან საფუძველს ქმნის და აადვილებს ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა უცხოური ენის ერთგვაროვან, თანამედროვე დიდაქტიკურ მიდგომებზე დაფუძნებულ სწავლებას; გარდა ამისა, ის აადვილებს ენის ფლობის კვალიფიკაციასა და შეფასებას, აგრეთვე ხელს უწყობს ქვეყანათაშორისი საგანმანათლებლო თუ პროფესიული მობილობის განვითარებას.
2001 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ენობრივი კომპეტენციის საერთო ვალიდაციის სისტემად აღიარეს.
ზემოხსენებულმა დოკუმენტმა დიდი გავლენა მოახდინა ენების სწავლა-სწავლების პრინციპებზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მას იყენებს არაერთი მინისტერიალური დაწესებულება, ადგილობრივი საგანმანათლებლო ინსტიტუტი თუ მასწავლებელთა ასოციაცია. ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ქმნის საფუძველს ადგილობრივი კურიკულუმების, სილაბუსებისა და გზამკვლევებისათვის. ის ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოური ენების სწავლების, სწავლისა და საგამოცდო პროცესის წარმართვაში.
საქართველოშიროგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში, უცხოური ენების ცოდნა მაღალი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს წარმოადგენს,ამიტომაცზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ევროპული პრიორიტეტების გათვალისწინებით მოსწავლეთათვის ორი (ან სამი) უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.
2006 წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოსსარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიერდადგენილ დონეებთან მიმართებით და მითითებულია, სწავლების რომელიდონე შეესატყვისება ამა თუ იმ საფეხურს - დაწყებითი, საბაზო, თუ საშუალო.

კონფერენციები,სემინარები



მოსწავლეთა წარმატებები


შეფასების სქემები

1.http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=358



ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები



ჯგუფის წევრის მუშაობის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
1–5
6–7
8–10
მოსწავლე კარგად აცნობიერებს საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე საუბრობს კონსტრუქციულადსაკითხი სირგვლივ
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე ყურადღებით უსმენსსხვებს
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია განსხვავებული აზრის აღიარება და აზრის გამოხატვა ს ხვისი შეურაცხყოფის გარეშე
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია კომპრომისზე წასვლა ჯგუფის ინტერესებისათვის
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე სამუშაოს ასრულებსდროულად და ხარისხიანად
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის


ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები/ ქულები
1–4
5–6
7–8
9–10
ჯგუფის მიერ ინსტრუქციის გააზრება და სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა ინსტრუქცია ვერ გაიაზრა, სამუშაო ვერ დაგეგმა,ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
ჯგუფმა ინსტრუქცია ნაწილობრივ გაიაზრა, სამუშაო დაგეგმა, თუმცა გეგმიდან გადაუხვია
ჯგუფმა სამუშაო ინსტრუქცია გაიაზრა, სამუშაო დაგეგმამაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადხვევა
ჯგუფმა სამუშაო ინსტრუქცია კარგად გააცნობიერა,სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებულიყველა პუნქტი
ჯგუფის მიერ ჩანახატზე მუშაობა
სათაური არ შეესაბამებოდა შინაარსს, ტექსტის შინაარსი არ შეესაბამებოდა სამუშაოს მიზანს, ტექსტი არ იყო გრამატიკულად გამართული
სათაური შეესაბამებოდა შინაარსს, ტექსტის შინაარსი ნაწილობრივ შეესაბამებოდა სამუშაოს მიზანს, ტექსტი არ იყო გრამატიკულად გამართული
სათაური შეესაბამებოდა შინაარსს, ტექსტის შინაარსი ნაწილობრივ შეესაბამებოდა სამუშაოს მიზანს, ტექსტი ნაწილობრივ იყო გრამატიკულად გამართული
სათაური შეესაბამებოდა შინაარსს, ტექსტის შინაარსი სრულად შეესაბამებოდა სამუშაოს მიზანს, ტექსტი იყო გრამატიკულად გამართული
ჯგუფის მიერ სამუშაოს გაფორმება
შესრულებული სამუშაოს ხარისხი იყო დაბალი, ილუსტრაციები არ შეესაბამებ-ოდა  თემას, წარწერები არ შეესაბამებოდა ნახატებს
შესრულებული სამუშაოს ხარისხი იყო საშუალო დონის, ილუსტრაციები ნაწილობრივ შეესაბამებოდა თემას, წარწერები არ შეესაბამებოდა ნახატებს
შესრულებული სამუშაოს ხარისხი იყო საშუალო დონის, ილუსტრაციები შეესაბამებოდა თემას, წარწერები შეესაბამებოდა ნახატებს
შესრულებული სამუშაოს ხარისხი იყო მაღალი დონის, ილუსტრაციები შეესაბამებოდა თემას, წარწერები შეესაბამებოდა ნახატებს
ჯგუფის მიერ შესრულებილი სამუშოს  პრეზენტაცია
ჯგუფის წევრებიარ აქტიურობდნენ,ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო, ლოგიკური კავშირი იყო დარღვეული
ჯგუფის წევრების ნაწილია ქტიურობდ,ჯგუფის  წევრებს შორის ნაწილობრივ შინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო, ლოგიკური კავშირი იყო ნაწილობრივ თანმიმდევრული
ჯგუფის წევრები აქტიურობდნენ,ჯგუფის  წევრებს შორის შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო, თუმცა ლოგიკური კავშირი არ იყო თანმიმდევრული
ჯგუფის წევრები აქტიურობდნენ,ჯგუფის  წევრებს შორის იყო თანამშრომლობითიგარემო, ლოგიკური კავშირი იყო თანმიმდევრული

  • ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
    კრიტერიუმები
    1–4
    5–6
    7–8
    9–10
    ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
    ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერგააცნობიერა
    ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
    ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
    ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
    ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
    ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა,ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
    ჯგუფმა სამუშაო დაგეგმამაგრამ გეგმიდან გადაუხვია
    ჯგუფმა სამუშაო დაგეგმამაგრამ დროდადრო
     უხდებოდა გეგმიდან გადხვევა
    ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
    ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
    სამუშაო არ იყო ორგანიზებული.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
    სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
    სამუშაო ორგანიზებული იყომაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
    სამუშაო კარგად ორგანიზებულიიყომაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორადა თანაბრად გადანაწილდა
    ჯგუფის წევრთა ჩართულობა,ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
    ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ,ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
    მხოლოდ ერთიორი მოსწავლე აქტიურობდა,ჯგუფის აქტიურ წევრებსა დ აპასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
    ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
    ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერიჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები


ჯგუფში მუშაობის შეფასების სქემა
#
გვარი, სახელი
მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში
პატივს სცემს სხვის აზრს
ორგანიზებულობა
კონფლიქტურობა
წარადგენს ნამუშევარს
1.        


+
ხედავს თავის როლს

მორცხვია
2.        

ცდილობს იყოს აქტიური
+



3.        




აგვარებს კონფლიქტს
აქტიურად
4.        

პასიურად
_


თავს არიდებს
5.        






6.        



ვერ ახდენს ორგანიზებას
კონფლიქტურია

7.        

აქტიურად
_





ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)
ჯგუფები
მოსწავლეები (სახელი, გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I-ჯგუფი











II-ჯგუფი











III-ჯგუფი










IV-ჯგუფი










V-ჯგუფი